მოლარულ-ინციზიური ჰიპომინერალიზაცია (MIH)

MIH) არის კბილის ქსოვილების მინერალიზაციის დარღვევის ერთ-ერთი გამოვლინება.
ის ვლინდება პირველი მუდმივი საღეჭი კბილების (მოლარების), საჭრელი კბილებისა და ეშვების მიდამოში. ამ კბილების მინერალიზაცია მიმდინარეობს მუცლად ყოფნის პერიოდის მეოთხე თვეში და გრძელდება ბავშვის ცხოვრების პირველ წლებშიც.

ეს დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა, ესენია:                                                                                      

1.მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადებები (ოტიტი, პნევმონია, გრიპი, საშარდე გზების ინფექცია და სხვა).

2.ჰიპოქსია;

3.პრობლემური ორსულობა;

4.დედის დიაბეტი, D ვიტამინის დეფიციტი;

5.ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში ანტიბიოტიკების გამოყენება;

6.გარემო ტოქსინები;

7.არაჯანსაღ გარემოში მცხოვრები დედის რძე.

ამრიგად, თუ რომელიმე ამ ფაქტორთაგან მოქმედებს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების მინერალიზაცია, შესაძლოა განვითარდეს მინერალიზაციის ისეთი დარღვევა, როგორიცაა მოლარულ-ინციზიური ჰიპომინერალიზაცია.

სიმძიმის მიხედვით MIH დაზიანება არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე. კლინიკურად   ვლინდება ლაქის სახით, ან უფრო მკვეთრი დაზიანებით, როგორიცაა მინანქარზე ზოლები, ხაზები, ხოლო მძიმე ფორმის შემთხვევაში ვლინდება მინანქრის არარსებობა.

დამატებით პროფესიულ რჩევებს ჩვენი სტომატოლოგები გაგიზიარებენ.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.
კატეგორიები: ჰიგიენა, რჩევები
Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!